წრის მუშაობა მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს გაუჩნდეს სურვილი გაიფართოოს ზოგადი ცოდნა, აიმაღლოს
ლიტერატურული გემოვნება, პირველ რიგში, შეიყვაროს კითხვა და შეძლოს წაკითხულის სწორად,
საფუძვიანად გაანალიზება, საკუთარი მოსაზრების თამამად და არგუმენტირებულად წარმოჩენა
როგორც ზეპირი მსჯელობით, ისე წერილობით. გაუჩნდეთ სურვილი და ინტერესი უფრო ღრმად
გაეცნონ და წაიკითხონ მშობლიური ლიტრატურის მარგალიტები და საინტერესო უცხოური თარგმანები,
მეტი იცოდნენ მათთვის საინტერესო ქართველი თუ უცხოელი მწერლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მიზანი:
Ø მოსწავლეებში ზოგადი განათლების
დონისა და წიგნიერების ამაღლება;Ø ლიტერატურული გემოვნების
ჩამოყალიბება და დახვეწა;Ø ლექსიკური მარაგის გამდიდრება;Ø ლიტერატურული ჟანრების
შესახებ თეორიული ცოდნის მიღება;Ø ლოგიკური აზროვნებისა
და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების
განვითარება როგორც ზეპირი , ისე წერილობითი ფორმით;Ø დაინტერესებული მოსწავლეების მიდრეკილებებისა და უნარების რეალიზება;Ø მიღებული ცოდნის შეგნებულად გამოყენება მეტყველებასა და წერით კულტურაში;
მოსალოდნელი შედეგი:
Ø მოსწავლეებში ამაღლდება წიგნიერების დონეØ მოზარდები თვალს ადევნებენ
ქვეყანაში მიმდინარე ლიტერატურულ სიახლეებს და უჩნდებათ საკუთარი თვალსაზრისი მიმდინარე
პროცესების მიმართØ მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი
შეხედულებების თამამად წარმოჩენასა და პირადი პოზიციის დაცვას არგუმენტირებული მსჯელობით როგორც ზეპირად, ისე წერილობით.
No comments:
Post a Comment