Friday, February 28, 2020

2020 წლის 14 თებერვალი
დღეს ლიტერატურის წრის წევრები პირველად შეიკრიბნენ და ისაუბრეს თავიანთი საყვარელი წიგნების შესახებ. ერთმანეთს გაუზიარეს სურვილები და მოლოდინები. წრის ხელმძღვანელმა  ელექტრონული პრეზენტაციით გააცნო მიზნები, კონცეფცია და წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები. გეგმა მოიწონეს.






2020 წლის 21 თებერვალი
მეორე შეხვედრაზე წრის ხელმძღვანელმა მინი ლექციის მეთოდით წრის წევრებს გააცნო ლიტერატურული გვარები და ჟანრები. მოსწავლეებმა ხალისით ისაუბრეს თავიანთი საყვარელი ჟანრის ნაწარმოებების შესახებ.


2020 წლის 28 თებერვალი
დღეს ჩვენ გეგმის მოდიფიცირება დაგვჭირდა. 😊 ლიტერატურული წრე მცხეთის კულტურის მულტიფუნქციურ ცენტრში ალექსანდრე ლორთქიფანიძესა და გიორგი კეკელიძესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მათ მოისმინეს ძალიან საინტერესო ლექცია თემაზე ,,ხელნაწერები არ იწვიან." შემდეგ კი მონაწილეობა მიიღეს ,,წიგნების თაროს" საჯარო თამაშში. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ და გამოთქვეს სურვილი მსგავს ღონისძიებებზე დასწრებისა.









No comments:

Post a Comment